ისრაელში, მკვლევრების განცხადებით, კიბოს ექსპერიმენტული პრეპარატი შესაძლოა, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს კორონავირუსისგან უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს.
ისრაელის მეცნიერებმა დღეს განაცხადეს, რომ 30-დან 29 პაციენტს, რომელთა მდგომარეობაც საშუალოდ და მძიმემ ფასდებოდა, EXO-CD24-ით მკურნალობდნენ და 5 დღეში სრულად განიკურნენ. 30-ე პაციენტს კი ამისთვის რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა.
ახლა შემდგომი გამოკვლევებია საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ პრეპარატი, რომელიც საკვერცხის კიბოს წინააღმდეგ გამოიყენება, რეალურად მოქმედებს.
ისრაელში,, სადაც ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს, კვლავ აღრიცხება დღეში საშუალოდ 6 500 ახალი შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნი 27 დეკემბრიდან არის ძალაში და ის ოთხჯერ გახანგრძლივდა ინფექციის მაჩვენებლის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. ისრაელში, იანვარში 1000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
სულ აღრიცხულია 675 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია - 5,019 პაციენტი.