ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 20% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5% - NDI-ის კვლევა

მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა - 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14 პროცენტი და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36 პროცენტი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. ამის შესახებ NDI- ახალ კვლევაში აცხადებს.

ახალგაზრდები (18 -34 წლის მოსახლეობა) განსაკუთრებული სკეპტიკურობით გამოირჩევიან.

გასულ წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის გაიზარდა იმ ადამიანების წილი ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს.

უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალია.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, უმეტესობამ არ იცის, ვის მისცემდა ხმას.

მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც ხმას მისცემდნენ საპარლამენტო არჩვენები ხვალ რომ ტარდებოდეს. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კერძოდ, 26%-მა არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას.

34% - არცერთი

„ქართული ოცნება“ - 20%

უარი პასუხზე - 9%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 5.

სხვა პარტიები - 6%


IRI-ის მიერ 25 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ნოემბერის კვლევასთან შედარებით 2%-ით გაიზარდა(რაც ცდომილების ფარგლებშია) „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი და გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ ხმას ამ პარტიას მისცემდა. ხოლო 3%-იანი მხარდაჭერა აქვს გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებას“.

კერძოდ, კითხვაზე, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 6%-ითაა შემცირებული.