აშშ უკრაინას კიდევ $300 მილიონის სამხედრო დახმარებას უგზავნის - მედია

შეერთებული შტატები უკრაინას უგზავნის დაახლოებით 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას, ოფიციალური განცხადება კი, ოთხშაბათს არის მოსალოდნელი, განაცხადეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა. წერს Ukrinform-ი ამერიკის ხმაზე დაყრდნობით. 

დახმარების პაკეტში პირველად შედის საავიაციო რაკეტები Hydra, რომლებიც მტრის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურებისთვის არის განკუთვნილი. 

პაკეტი მოიცავს არტილერიის რაკეტებს, ჰაუბიცებს, HIMARS-ის რაკეტებს, ნაღმტყორცნებს, რაკეტებს და ტანკსაწინააღმდეგო შაშხანებს.

უკრაინა მიიღებს მართვად რაკეტებს HIMARS-ის სისტემებისთვის, ჭურვებს ჰაუბიცებისთვის, ნაღმსატყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს. ეს იარაღი და საბრძოლო მასალა ამერიკის არმიის არსენალშია და უკრაინას უახლოეს მომავალში უნდა მიეწოდოს. უკრაინა ასევე მიიღებს სატვირთო მანქანებს, ტრაქტორებს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა აღჭურვილობას.