NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 51% არ ენდობა არცერთ ტელეარხს. ახალგაზრდებს შორის დაბალია ზოგადად ტელემედიისადმი ნდობის მაჩვენებელი. 18-დან 35 წლამდე ადამიანების 73% ამბობს, რომ არცერთ ტელეარხს არ მიიჩნევს სანდო ინფორმაციის მიღების საშუალებად.
ტელეკომპანია „იმედს“ ძირითადად 55+ მოქალაქეები ენდობიან და უყურებენ.
18-დან 35 წლამდე ადამიანების 73% ამბობს, რომ არცერთ ტელეარხს არ მიიჩნევს სანდო ინფორმაციის მიღების საშუალებად.
ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ყველაზე პოპულარულია მთავარი არხი, რომელსაც 25% მიიჩნევს სანდრო ინფორმაციის მიმწოდებლად;
კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.