NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ და ეს ასევე ნიშნავს ერთობლივ წვრთნებსაც. აპატურაის Defender23-ში საქართველოს არმონაწილეობის საკითხზე დაუსვეს შეკითხვა.
ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ გაეცნო ქართული მხარის განცხადებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება აშშ-სთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.
„მე მთავრობის წარმომადგენლებთან განვიხილე ყველა ის სერიოზული წვრთნა, რომლებშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას. განვიხილეთ მომავალში დაგეგმილი წვრთნები“. „მე უბრალოდ მოვუწოდებდი მაქსიმალურად შესაძლო თანამშრომლობისა და წვრთნებისკენ“, - აღნიშნა აპატურაიმ.
განახლებადი