რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „უპილოტო საფრენი აპარატით დღევანდელი ტერაქტის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა ვარიანტი არ დარჩა“. იუწყება რუსული მედია.
„დღევანდელი ტერორისტული აქტის შემდეგ, ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, - წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.