ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულია 21 და დაჭრილია 48 ადამიანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 მაისს რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შემდეგ განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში ამ მომენტისთვის 21 ადამიანია გარდაცვლილი და 48 დაჭრილი. 

„მსოფლიო ამას უნდა ხედავდეს და იცოდეს.

რკინიგზის სადგური და გადასავლელი, სახლი, სამშენებლო მაღაზია, სასურსთო სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური - იცით რა აერთიანებს ამ ადგილებს? სისხლიანი კვალი, რომელსაც რუსეთი თავისი ჭურვებით ტოვებს და ხესნოსა და ხესონის ოლქში მშვიდობიან ხალხს კლავს.

ამ მომენტისთვის 21 გარდაცვლილი ადამიანია! 48 დაჭრილი! ყველა მშვიდობიანი მოქალაქე! ერთ არასრულ დღეში! ერთ ოლქში! ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

დამნაშავეებს არასდროს არ ვაპატიებთ. დავამარცხებთ ბოროტ სახელმწიფოს და ყველა დამნაშავეს ვაიძულებთ, პასუხი აგონ”, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.


მანამდე გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ხერსონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ძალებმა რეგიონის დედაქალაქში დაახლოებით დილის 11 საათზე სუპერმარკეტი დაბომბეს. სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის არიან სუპერმარკეტის თანამშრომლები და მომხმარებლები.

„ხერსონში კომენდანტის საათი 5-დან 8 მაისამდე იმოქმედებს“, განაცხადა ხერსონის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ პროკუდინმა.

20:00 საათიდან. ადგილობრივი დროით 5 მაისიდან 8 მაისს დილის 6:00 საათამდე მოსახლეობას გარეთ გასვლა ეკრძალება.