რა დამატებით შეიარაღებას უგზავნის აშშ უკრაინას

შეერთებული შტატები უკრაინას ახალ, დაახლოებით 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას უგზავნის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

დახმარების პაკეტში პირველად შედის საავიაციო რაკეტები Hydra, რომლებიც მტრის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურებისთვის არის განკუთვნილი. 

პაკეტი მოიცავს არტილერიის რაკეტებს, ჰაუბიცებს, HIMARS-ის რაკეტებს, ნაღმტყორცნებს, რაკეტებს და ტანკსაწინააღმდეგო შაშხანებს.

უკრაინა მიიღებს მართვად რაკეტებს HIMARS-ის სისტემებისთვის, ჭურვებს ჰაუბიცებისთვის, ნაღმსატყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს. ეს იარაღი და საბრძოლო მასალა ამერიკის არმიის არსენალშია და უკრაინას უახლოეს მომავალში უნდა მიეწოდოს. უკრაინა ასევე მიიღებს სატვირთო მანქანებს, ტრაქტორებს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა აღჭურვილობას.

„აშშ გააგრძელებს მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას, რადგან ისინი იცავენ თავიანთ დემოკრატიას“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.