მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძის ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
"ნამდვილად წვიმს მთელი მაისის განმავლობაში? ბევრი თქვენგანი მეკითხება, უპირველეს ყოვლისა, აპრილის გამო, რომელიც საკმაოდ ნალექიანი და პერიოდულად ცივი იყო.
პირველ რიგში დავიწყოთ უახლოესი დღეების პროგნოზით, სასიამოვნო ინფორმაცია მაქვს, ხვალ და ზეგ მთელს ქვეყანაში მზიანი და დიდებული ამინდია მოსალოდნელი, შეგიძლიათ მაქსიმალურად დატკბეთ მზის მშვენიერი სხივებით, დღის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ღამითაც შედარებით დაგვითბება.
გაითვალისწინეთ ეს გამოდარება არ იქნება დიდი ხნით და შაბათს დღის ბოლოს ამინდი ისევ შეიცვლება!
უახლესი განახლება, რომელიც ახლახან მოვიდა, რაღაცნაირად სამწუხაროა. როგორც ჩანს, მაისის შუა რიცხვებამდე მაინც მოგვიწევს გამკლავება არასტაბილური ჰაერის ნაკადთან, რომელიც შემოდის დასავლეთიდან და რომელსაც შეუძლია ხშირი წვიმისა და ელ-ჭექის მოტანა: როგორც ხშირად ხდება ამ სეზონზე, კლასიკური გაზაფხულის არასტაბილურობა", - აცხადებს მეტეოროლოგი.