უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მკაფიოდ აცნობიერებს, სანამ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი გაგრძელდება, უკრაინა ვერ შეძლებს NATO-ში გაწევრიანებას, მაგრამ NATO-სგან ელოდება მოწვევას და უსაფრთხოების გარანტიებს.
ამის შესახებ მან ჰელსინკში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვიდრე ომი გრძელდება, ჩვენ არ ვიქნებით NATO-ში. ჩვენ ამას ნათლად ვაცნობიერებთ. მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გადადგან მძლავრი ნაბიჯები და სათანადოდ უპასუხონ უკრაინის საზოგადოების მოტივაციას, რომ ეს არ არის მხოლოდ ღია კარი, რაღაც მომავალში, არამედ, ჩვენ გვსურს დღეს მხარდაჭერა და ჩვენ გვინდა დღეს პოლიტიკური მხარდაჭერა ამ მიმართულებით, რათა იყოს მოწვევა უკრაინისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.