უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, სულ მცირე 1441 ბავშვი დაზარალდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გამო, დაკარგულად 23 7600 მშვიდობიანი მოქალაქე ითვლება, განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლეონიდ ტიმჩენკომ 4 მაისს.
მისივე თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 101 543 შემთხვევა დაფიქსირდა, შემდეგ კი მონაცემები ერთ რეესტრში შევიდა.
„მოგვიანებით, პრიორიტეტული შემოწმების შედეგად, ნაპოვნია 54 310 ადამიანი“, - განაცხადა ტიმჩენკომ.
ყველა საჭირო ღონისძიების გატარების შემდეგ, ძებნა 31 330 ადამიანზე გამოცხადდა, მათგან 7 570 იპოვეს, დანარჩენი კი განსაკუთრებულ ვითარებაში დაკარგულად ითვლება. ეს მოიცავს შეიარაღებულ კონფლიქტებს, სამხედრო ოპერაციებს, დროებით ოკუპაციას და ბუნებრივ ან ადამიანის მიერ გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებს.