სთბილისში, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ამასთან, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია გვიან ღამით ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე მუშაობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები.