უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საჭიროებისთვის, ნიდერლანდებმა მოძრავი სასამართლო ლაბორატორია მოამზადა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ვიზიტისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალზედ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დანაშაულში პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.
წყაროს მიერ გავრცელებულ ცნობებში, დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიის შესახებ მითითებული არ არის.