თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N 75-ში დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე საოფისე ფართია დალუქული.
- აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს
ამ წუთებისთვის აღმაშენებლის გამზირზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები აღარ იმყოფებიან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოფისებიდან კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრო მოწყობილობებია ამოღებული.