ამირან გამყრელიძე: რეინფიცირების ეჭვით კიდევ ორ ნიმუშს იკვლევენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

გამყრელიძის განმარტებით, რეინფიცირების ეჭვით დაახლოებით 30-ზე მეტი ნიმუში გამოიკვლიეს.

`გამოკვლეული მასალების უმრავლესობა უკუდგებულია. ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს გენეტიკური კვლევები. საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.