პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი მასწავლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში რამდენიმე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა და ეჭვმიტანილებს სამართალდამცველები ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს თავმდამსხმელი კაცი, სავარაუდოდ, ამავე სკოლის თანამშრომელი იყო.
მომხდარზე სხვა დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.