უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად ჩამოაგდეს რუსული ჰიპერბგერითი Kh-47 Kh-47 Kinzhal რაკეტა კიევის ცაზე, წერს უკრაინული მედია Defense Express-ზე დაყრდნობით.
ბალისტიკური სამიზნე სავარაუდოდ, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.
გამოცემამ რაკეტის ნამსხვრევების ფოტოები გამოაქვეყნა.
4 მაისს, ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის გარეშემო იერიში უპილოტო საფრენი აპარატების და რაკეტების გამოყენებით განახორციელეს. სავარაუდოდ, მათ შორის იყო ბალისტიკური ტიპის რაკეტა.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის ყველა სამიზნე“, - იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.