ენტონი ფაუჩი განმარტავს, შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსი ნივთების ზედაპირიდან გადაგვედოს. ამ თემაზე დასმულ შეკითხვას მან „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში უპასუხა.
„თეორიულად აბსოლუტურად შესაძლებელია და ალბათ ხდება კიდეც. თუმცა, დიდწილად, გადაცემის ძირითადი კომპონენტი რესპირატორულია, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ასიმპტომატური ადამიანისგანაც კი ვრცელდება. ვიცით, რომ 50% ინფექციის გავრცელება მოდის ისეთ ადამიანებზე, ვისაც სიმპტომები არ აქვს და არც არასდროს ექნება, ან კიდევ პრესიმპტომატურზე, ანუ ისეთებზე, ვისაც სიმპტომები ჯერ არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოაჩნდება“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.