ენტონი ფაუჩი: ნორმალურის მსგავს მდგომარეობას ბოლოს და ბოლოს დავუბრუნდებით

როდის დადგება დრო, როცა ყველაფერი ძველებურად იქნება? შეიძლება დაახლოებით მაინც ვთქვათ, როდის მოვიხსნით ნიღბებს და გამუდმებით ვაქცინაზე აღარ ვისაუბრებთ? თუ ეს ყველაფერი ახალი ნორმა გახდება? - ამ შეკითხვას ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პასუხობს.

„ვფიქრობ, ნორმალურის მსგავს მდგომარეობას ბოლოს და ბოლოს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, მომავალში გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის ზომებს. ჩემი აზრით, პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის საჭირო რაოდენობას თუ მივაღწიეთ, ანუ მოსახლეობის 70-85 პროცენტის ვაქცინაციას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მაშინ მნიშვნელოვნად მივუახლოვდებით ნორმალურ ცხოვრებას, ანუ იმას, რასაც შეიძლება ნორმალური დავუძახოთ. ალბათ 100 პროცენტით არა, მაგრამ ისეთი მკაცრი შეზღუდვები არ გვექნება, როგორიც ახლაა“, - აღნიშნა ფაუჩიმ.