უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღე აღინიშნება.
„ახლა ერთობა ევროპაში გვაახლოებს ჩვენი მშვიდობის პირველი დღის აღნიშვნასთან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„სწორი იქნება, ევროპის დღე მთელ თავისუფალ ევროპასთან ერთად აღვნიშნოთ. დღეს მე მოვაწერე ხელი შესაბამის განკარგულებას და ყოველი წლის 9 მაისს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს ისტორიულ ერთობას - ყველა ევროპელის ერთობას, ვინც გაანადგურა ნაციზმი და დაამარცხებს რაშიზმს. ერთობა, რომელსაც მოაქვს მშვიდობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პარლამენტმა ტერმინი „რაშიზმი“ დააკანონა