უკრაინის პარლამენტმა ტერმინი „რაშიზმი“ დააკანონა

უმაღლესმა რადამ მიიღო დოკუმენტი, რომელშიც რუსეთის ფედერაციაში არსებული პოლიტიკური რეჟიმი „რაშიზმად“ არის განსაზღვრული. შესაბამისი რეზოლუციის პროექტის მიღებას მხარი 281-მა დეპუტატმა დაუჭირა სამშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატები მიღებული რეზოლუციით აღიარებენ, რომ რაშიზმი თანამედროვე რუსული ფაშიზმია.

რადამ ასევე დაგმო რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რეჟიმის იდეოლოგიური საფუძვლები და სოციალური პრაქტიკა და აღიარა ისინი როგორც ტოტალიტარული.

რადა ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს რეალური ზომები, რაც შესაძლებელს გახდის რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას აგრესიის, ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

გარდა ამისა, რადამ გადაწყვიტა, მიმართოს მსოფლიოს ქვეყნებს მოწოდებით, გააერთიანონ ძალისხმევა იმ საფრთხეების დასაძლევად, რომლებიც წარმოადგენს რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ რეჟიმს.