„უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგინე კანონპროექტი, რომელშიც ვთავაზობ, რომ 8 მაისი იყოს ხსოვნისა და 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
ზელენსკის შეფასებით, სწორედ 8 მაისს იხსენებს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა ნაციზმზე გამარჯვების სიდიადეს.
„მსოფლიო აღფრთოვანებულია ყველა იმ ადამიანით, ვინც სიცოცხლეს იცავდა; ვინც ჩამოაგდო ნაცისტური დროშები გათავისუფლებულ ტერიტორიაზე და ვინც გააღო საკონცენტრაციო ბანაკების კარი; ვინც ერებს აღადგინა თავისუფლება, ვინც გაანადგურა და დაგმო ნაცისტური ბოროტება.
სწორედ 8 მაისს, მსოფლიო პატივს მიაგებს ყველას ხსოვნას, ვისი სიცოცხლეც ამ ომმა შეიწირა. ეს არის წმინდა ისტორია, იდეოლოგიური დანამატების გარეშე.
და ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი მოკავშირეების, მთელი თავისუფალი სამყაროს ისტორია.
დღეს მე წარვუდგინე უკრაინის უმაღლეს რადას კანონპროექტი, რომელშიც ვთავაზობ, რომ 8 მაისი იყოს ხსოვნისა და 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე.
მარადიული ხსოვნა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს! დიდება ყველას, ვინც იბრძოდა ნაციზმის წინააღმდეგ და გაიმარჯვა! დიდება სხვადასხვა დროის ყველა ჩვენს გმირს, რომელთაც ერთნაირად ვალში ვართ!წერს ზელენსკი Twitter-ზე.
უკრაინაში ამ დრომდე, 9 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღე აღინიშნებოდა.