არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც ხალხს ვაქცინის უნდა ეშინოდეს? ამ შეკითხვას ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პასუხობს.
„არა. ვაქცინები აჩვენებს, რომ ისინი უსაფრთხოა. ისტორიულად ვაქცინები ინფექციურ დაავადებათა პრევენციისთვის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური გზაა. ის ვაქცინები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, დოკუმენტირებულად მაღალი უსაფრთხოებით გამოირჩევა. COVID19-ის რისკი განუზომლად დიდია, ვიდრე ვაქცინების უარყოფითი ეფექტი“, - აღნიშნავს ენტონი ფაუჩი.
რაც შეეხება ვაქცინების ბრძოლას ვირუსის ახალ ვარიანტთან, ენტონი ფაუჩი აცხადებს:
„მათ ეს [დახმარება] შეუძლიათ. ბოლომდე ისე კარგად არა, როგორც ამას პირველყოფილი ვირუსის წინააღმდეგ აკეთებდნენ, ანუ - დასაწყისში რომელ ვირუსთანაც გვქონდა საქმე. თუმცა, მათ მაინც გააჩნიათ დაცვის მნიშვნელოვანი ხარისხი, განსაკუთრებით მწვავე დაავადების წინააღმდეგ, კერძოდ - ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის მხრივ. მაგრამ ისევე კარგად არ იცავენ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებისგან“.