2022 წლის 24 თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ გააფართოეს ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. NATO-ს მოკავშირეებს, რუმინეთს, თურქეთსა და ბულგარეთს შავი ზღვის ზონის უსაფრთხოებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბრისას.
უწყების ოფიციალური წარმომადგენელი გამოცემასთან ამბობს, რომ ახლა უპირველესი პრიორიტეტი რუსული აგრესიისგან უკრაინის დაცვა უნდა იყოს.
„ეჭვგარეშეა, რომ შავი ზღვის რეგიონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ომმა შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად გადააქცია. შავი ზღვიდან რუსული ხომალდების მიერ გასროლილი რაკეტები უკრაინის ქალაქებს მოხვდა.
რუსულმა ძალებმა უკრაინის პორტები დაბლოკეს, რამაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე რთული გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან.
- ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია
- ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
ინფორმაციისთვის, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს.
- NATO-ს საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს, რუსული გამანადგურებელი შავი ზღვის თავზე პოლონურ თვითმფრინავს აედევნა
- ბალტიის ზღვის თავზე, NATO-ს მოიერიშეებმა სამ რუსულ თვითმფრინავს, ბოლო 10 დღეში დაბრკოლება მეორედ შეუქმნეს
NATO-ს ქვეყნები საკმაოდ ხშირად აფერხებენ რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საზღვრებზე. კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად, რუსული თვითმფრინავი შეაკავეს. მოგვიანებით, ერთ კვირაში ანალოგიური ფაქტი ისევ ესტონეთთან დაფიქსირდა.