ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტზე, ერთი პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას.
სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.