ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 404 ადამიანს დაუდასტურდა, 799 გამოჯანმრთელდა. 14 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 573 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 252 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 321 PCR ტესტით. საერთო ჯამში ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 262 024 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 253 614, ხოლო გარდაიცვალა 3 283 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,95%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3,87%, ხოლო 7 დღის - 3,64%.
404 ახალი შემთხვევიდან 188 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 7, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 30, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 5 101, საიდანაც: 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 020, აჭარაში - 179, იმერეთში - 463.
მძიმე პაციენტი: 508 . მათ შორის, თბილისში - 215, აჭარაში - 44, იმერეთში - 127.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 141, მათგან თბილისში - 100, აჭარაში- 5, იმერეთში - 14.
295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 117 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 984 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 208, ხოლო აჭარაში - 175.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 566 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 715 პირი, აჭარაში - 811, იმერეთში - 1 487