შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ცესკო-სთან მიმართებით იყო და ამის გამოსწორება ხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„აღნიშნული ცვლილება განსახორციელებელია და აუცილებელია, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებშია. შარლ მიშელის შეთანხმება გახსოვთ ყველას, რომელიც ვერ შედგა, ერთ-ერთ პუნქტი იყო ჩაწერილი ცესკო-სთან მიმართებაში. ხდება ამის გამოსწორება, რადგან ეს დოკუმენტი ძალაში არ შევიდა და ახლა პარლამენტის მხრიდან ამ ყველაფრის გამოსწორება ხდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.