ამერიკის საელჩო ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში წარმატებებს უსურვებს. შესაბამისი ტექსტი საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
დღეს, რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართება. ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. რაგბის კავშირის ცნობით, შეხვედრას, კოვიდპანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრება.
მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.