საქართველოს მომავალი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია - შარლ მიშელი

„თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის და სწორედ ამიტომ, თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.

„ჩვენს თქვენ გვერდით ვდგავართ, ბედნიერ ევროპის დღეს გისურვებთ“, - განაცხადა მიშელმა.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს პირველად აღინიშნება საქართველოში ევროპის დღე მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.