ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი საბჭოთა პერიოდის დროს - ეს იყო კედელი. დღეს უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია, ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, სხვათა შორის, ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ბევრი გვაქვს საერთო ევროპასთან, მაგრამ არანაკლებია ჩვენი ქვეყანა და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. აქ გვაქვს გამოხატულება სწორედ იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ, რომელიც უკვე დღეს და ხვალ იქნება საქართველოს და ევროპის გამაერთიანებელი. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი საბჭოთა პერიოდის დროს - ეს იყო კედელი. დღეს უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია, ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, სხვათა შორის, ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს.
კარგად ესმით ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი, თუ ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის და ევროპა არის მშვიდობა. ეს არის ისტორიაში ქვეყნების ერთადერთი ასეთი გაერთიანება, რომელმაც ამ ქვეყნებს შეუნარჩუნა თავიანთი იდენტობა სრულად და შეუნარაჩუნა მათ მშვიდობა. არცერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი, მშვიდობიანი მომავალი რაც უნდა ვიღაცები ლპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, რაც მთავარია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამავე მიმართვიდან: ევროპა არის მშვიდობა, რაც არ უნდა ვიღაცები საუბრობდნენ გაუგებარ მეორე ფრონტებზე - ზურაბიშვილი