ინდოეთის სამხერთ სანაპიროზე, ჩენაიში წყვილმა ტრადიციული ქორწინების ცერემონია წყალქვეშ ჩაატარა.
ლიცენზირებულმა მყვინთავმა და მისმა მეუღლემ ბეჭდები წყალში, ოცი მეტრის სიღრმეზე გაცვალეს. საქმროსგან განსხვავებით, პატარძალს ცერემონიისთვის მოსამზადებლად რამდენიმე თვე დასჭირდა.
წყალქვეშა ცერემონიის დასრულებას, ახლად დაქორწინებული წყვილის ოჯახი სანაპიროზე ელოდა.