ტუნისში, სინაგოგაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ტუნისში, კუნძულ ჯერბაზე სინაგოგაზე განხორციელებულ თავდასხმისას 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაცვის თანამშრომელი.

10 ადამიანი დაშავდა.

სინაგოგაზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც 5000 ებრაელი ყოველწლიურ მომლოცველობაში მონაწილეობდა.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამხედრო პირია, რომელიც ადგილზე მოკლეს. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.