AstraZeneca-ს ვაქცინა Covid-19 -ის ახალი შტამის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია. კვლევის შედეგებზე ცნობას BBC ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინის ეფექტურობა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ.
წინასწარი შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ვირუსის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ, თუმცა კომპანიის განცხადებით, ვაქცინას შეუძლია ვირუსის მძიმე ფორმების დაძლევა.
„მცირე ფაზის კვლევებში, პირველადმა მონაცემებმა შეზღუდული ეფექტურობა აჩვენა „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ“, - განაცხადა AstraZeneca-ს წარმომადგენელმა.
დიდ ბრიტანეთში სამხრეთ აფრიკის შტამის 100 შემთხვევაა დაფიქსირებული.