ტრამპი მის მიმართ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს.

„საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა, ვინ არის ეს ქალი. ეს ვერდიქტი სამარცხვინოა, ყველა დროის უდიდეს კუდიანებზე ნადირობის გაგრძელება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი სექსუალური შევიწროების საქმეზე დამნაშავედ ცნეს.