ინდოეთში ჰიმალაის მთის მყინვარი მოწყდა.წყალდიდობამ ადგილობრივი კაშხალი დააზიანა. შედეგად 150-მდე ადამიანი გარდაცვლილად ითვლება, ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მყინვარის მოწყვეტამ რამდენიმე სოფლიდან ხალხის ევაკუაცია გამოიწვია. ინდოეთის მთავრობამ, ჩრდილოეთის რეგიონები საშიშ ზონებად გამოაცხადა.