როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

12 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.