ავღანეთმა ინდოეთისგან AstraZeneca-ს ვაქცინის 500,000 დოზა მიიღო.
ქვეყნის იმუნიზაციის პროცესის ხელმძღვანელის თქმით, პრეპარატს ქაბულში შეინახავენ, ვიდრე ჯანმოსგან ბრიტანული პრეპარატის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებაზე ნეპართვა ოფიციალურად არ დაიშვება.
„იმედი გვაქვს, ერთ კვირაში გვექნება გამოყენების ნებართვა და შევძლებთ იმუნიზაციის პროცესის დაწყებას ავღანეთის ყველა პროვინციაში",- აცხადებს გულამ ნაზარი, ავღანეთის იმუნიზაციის პროცესის ხელმძღვანელი.
ვაქცინას პირველად ჯანდაცვის მუშაკები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები გაუკეთებენ.
ქვეყანა ვაქცინას Covax-ისგანაც ელოდება. ჯანმოს პლატფორმა ქვეყანას, მოსახლეობის 20%-სთვის საჭირო დოზებს გადასცემს.
ავღანეთში ჯანმოს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საგანგებო გამოყენებისთვის ნებართვის გაცემას მომავალი კვირისთვის გეგმავენ.