„რუსეთის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ რუსეთში წავიდნენ. ჩვენ ერთი მილიონი, ეთნიკირად ქართველი, თანამემამულე გვყავს რუსეთში, მათ აქ ჰყავთ ახლობლები, ნათესავები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმოსვლა გაადვილდეს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს არის დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება.
„მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენამდე ბატონი სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ომის შემდეგ, როცა 20% დავკარგეთ, გამოვიდა წინა ხელისუფლება და ცალმხრიდავ გააუქმა სავიზო რეჟიმი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე შეფასებით, უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა.
ინფორმაციისთვის, 2020 წლის აღწერით, რუსეთში 114 ათასამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს.
ამის შეხსენების დროს, პრემიერმა შეკითხვა დაუბრუნა ჟურნალისტს, რომ ციფრებზე აპელირებას მნიშვნელობა არ აქვს.