პრემიერმა დაასახელა ქვეყნები, რომლებსაც მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ შორის არის ზესახელმწიფო ჩინეთი და თურქეთი, რომელიც საქართველოს მეგობარი და მეზობელია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თურქეთი არის NATO-ს წევრი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს.
„ემირატები, ისრაელი, რომელიც არის ამერიკის ერთ-ერთი ნომერი პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩემთვის მათლაც მისაბაძი ქვეყანა, ძალიან ბევრი მიმართულებით. ისინი ყოველთვის საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან. და სამეზობლოში - აზერბაიჯანი და სომხეთი. ყველა ამ ქვეყანას აქვს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არასანქცირებული თვითმფრინავებით, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო.
2019 წლის შემდეგ, ფრენების გაუქმება იყო რუსეთის გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ჩვენი თანამოქალაქეებს უწევდათ საათობით ლოდინი და სამჯერ მეტის გადახდა ბილეთში. ეს არის დიდი ხარჯი და უზარმაზარი დისკომფორტი. ამასთან, ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობა. ამიტომაც, გუნდის შიგნით გვქონდა მსჯელობა, გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ფრენები არასანქცირებული თვითმფრინავებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია. მცირე კომპონენტი და დეტალი და არა მთავარი. ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის ერთი მილიარდი დოლარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები არ განხორციელდება.