ბრიტანეთი კორონავირუსით აცრილი ადამიანებისთვის პასპორტს არ შეიმუშავებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამის შესახებ ვაქცინაციის საკითხებში მინისტრმა ნადიმ ზაჰავიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქის აცრის შესახებ ინფორმაცია სხვა გზით იქნება ხელმისაწვდომი, კერძოდ, მოქალაქეს ინფორმაციის მიღება ექიმის მეშვებობით შეძლებს.