პარტნიორების მიერ გადაცემული 575 ტანკიდან, 325, უკრაინას პოლონეთმა გაუგზავნა

პარტნიორების მიერ გადაცემული 575 ტანკიდან, 325, უკრაინას პოლონეთმა გადასცა.

პოლონეთის დიპლომატიური მისია ევროკავშირში, იუწყეა, რომ ამ დროისთვის უკრაინას ყველა პარტნიორისგან სულ 575 ტანკი აქვს მიღებული. პოლონეთის მისიის თანახმად, 575 ტანკიდან 325 უკრაინულ მხარეს პოლონეთმა გადასცა. შემდეგ მოდის ნიდერლანდები 85-ით, გერმანია 80-ით და შეერთებული შტატები 76-ით.

გარდა ამისა, უკრაინამ მიიღო სულ 28 გამანადგურებელი თვითმფრინავი, მათ შორის 14 MiG-29 პოლონეთიდან.