პალესტინამ ვაქცინაცია ჯანდაცვის მუშაკების იმუნიზაციით დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრმა პალესტინურ მედიას განუცხადა, რომ მათ ჯანდაცვის მუშაკების აცრა დაიწყეს, თუმცა არ აკონკრეტებს პრეპარატი კონკრეტულად რა გზით მიიღეს.
ისრაელის მედია კი მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაქცინის 2,000 დოზა პალესტინამ ისრაელიდან მიიღო. ვაქცინების უმრავლეს ნაწილს კი ქვეყანას Covax-ის პლატფორმა მიმდინარე თვეს მიაწვდიან.
ჯანდაცვის მინისტრის, ალ კაილის თქმით, ვაქცინას ღაზას სექტორიც მიიღებს.