უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში შესაძლოა, 13 მაისს ჩავიდეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA წერს.
კერძოდ, შაბათ-კვირას დაგეგმილი ვიზიტის დროს, ზელენსკი შესაძლოა, მოკლე ვიზიტით იტალიაშიც ჩავიდეს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯა მელონის და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდება.
ზელენსკი უკვე იმყოფებოდა ფინეთსა და ნიდერლანდებში. უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს, გერმანიაში გეგმავს ჩასვლას.