როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოს უმეტეს რეგიონში დღეს წვიმაა მოსალოდნელი.

12 მაისს ქუთაისში +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 13 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +20 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი. ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +21 ღამის ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +12, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +18 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +20 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.