დანია ელექტრო ენერგიის გამომუშავებითვის მსოფლიოს უდიდეს ქარის ენერგიის ხელოვნურ კუნძულს ააშენებს. ქარის ენერგიის მომავალი ჰაბი დანიას 34 მილიონი აშშ დოლარამდე დაუჯდება.
კუნძულის ირგვლივ 200-მდე ქარის სადგური იქნება განლაგებული. მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება.
სუფთა ენერგიის ჰაბი დასრულებიდან რამდენიმე წელში შეძლებს 10 გიგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას. 2040 წლისთვის 150 გიგატავს გამოიმუშავებს, რაც 150 მილიონი სახლისთვის იქნება საკმარისი.
გასულ წელს, დანიამ, რომელიც ევროკავშირში ნავთობის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, პირობა დადო, რომ 2050 წლისთვის ნავთობისა და გაზის მოპოვებით სამუშაოებს ჩრდილოეთის ზღვაში შეამცირებს.
მსგავსი კუნძულის აშენებას დანია გეგმავს ბალტიის ზღვაშიც და ისიც ასევე 2030 წლისთვის დასრულდება.