ცნობილია თურქეთის პირველი ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი. თურქეთის ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის Kaan-ის ექსპლუატაციაში შესვლა 2030 წელს იგეგმება, მაგრამ ეს შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მრეწველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ისმაილ დემირმა TGRT News-თან ინტერვიუში.
დემირმა აღნიშნა, რომ Kızılelma უპილოტო საფრენი აპარატიც ვადაზე ადრე შევიდა ექსპლუატაციაში. Kaan თურქეთის პირველი ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავია. მისი სახელწოდება ერდოღანმა პირველ მაისს გამოაცხადა.