აზერბაიჯანი HÜRKUŞ-ის თვითმფრინავების შეძენის საკითხზე, თურქეთთთან მოლაპარაკებას აწარმოებს

აზერბაიჯანი და პაკისტანი თურქეთთან, HÜRKUŞ-ის თვითმფრინავების შეძენის საკითხზე დისკუსიებს აწარმოებენ.

ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პრეზიდენტმა ისმაილ დემირმა TGRT Haber-ს განუცხადა.

მისი თქმით, თურქეთი უფრო მეგობარ და მოძმე ქვეყნებთან თანამშრომლობას ამჯობინებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს ამ ქვეყნების დამოკიდებულება და გულწრფელობა. ამავდროულად, ამ ქვეყნებს სურთ, იყვნენ პარტნიორები Kaan-თან დაკავშირებულ პროექტებში და შეიძინონ ეს თვითმფრინავი“, - განაცხადა დემირმა.