ერდოღანი: KAAN-ი - მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი თურქულ არმიაში F-16-ებს ნაწილობრივ ჩაანაცვლებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის მეხუთე თაობის თვითმფრინავის სახელი გამოაცხადა.

თურქეთის ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის სახელი ცნობილია, როგორც TF-X, KAAN.

„მომავლის საუკუნე" - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც თურქეთის აეროკოსმოსური ინდუსტრიის მიერ იყო ორგანიზებული.

„„თუკი დღეს თურქეთის საუკუნეზე ვსაუბრობთ, ამაში დიდი წილი აქვს იმ წარმატებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ თავდაცვის ინდუსტრიაში, რომელიც არის როგორც ჩვენი უსაფრთხოების დამზღვევი, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის ლოკომოტივი“, - განაცხადა ერდოღანმა.


21 მეტრიანი, ორმაგი ძრავის მქონე KAAN-ი ტესტირების პროცესს რამდენიმე წელიწადში დაასრულებს და თურქეთის არმიის ინვენტარში იქნება წარმოდგენილი.

მეხუთე თაობის თვითმფრინავი TAI-ის მიერ შეიქმნა იმ მიზნით, რომ თურქული არმიის მოძველებული F-16 ფლოტი შეცვალოს.

ერდოღანის თქმით, ამ თვითმფრინავით თურქეთი გახდება ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელსაც მსგავსი ტექნოლოგიები აქვს.

თვითმფრინავი, რომლის განვითარებისთვის პროექტი 2016 წელს დაიწყო, მარტში ამოქმედდა.

ერდოღანის თქმით, თურქული გამანადგურებელი აღიჭურვება შიდა იარაღით და შეძლებს, ნაწილობრივ შეცვალოს F-16-ის ტიპის თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალებში.