ერდოღანმა არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, მისი კონკურენტის განცხადებებს სამარცხვინო უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „სამარცხვინო“ უწოდა მისი კონკურენტის, ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებებს, რომ რუსეთი საარჩევნო პროცესში ერევა. ერდოღანის განცხადებას Anadolu ავრცელებს.

მისი შეფასებით, ქილიშჩადოღლუს განცხადებების ავტორები არიან ის ძალები, რომლებიც ცდილობენ, შეაჩერონ ქვეყნის განვითარება და ხელი შეუშალონ „თურქული საუკუნის“ კონცეფციის მიზნების მიღწევას.

ერდოღანი მის კონკურენტს, მტკიცებულებების გარეშე სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.


თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს არის დაგეგმილი. მთავარი მეტოქეები არიან ერდოღანი და ქილიჩდაროღლუ. გამოკითხვების უმეტესობის მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს მცირე უპირატესობით, მაგრამ სავარაუდოა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური იქნება საჭირო.