თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ფართო ოპოზიციური კოალიციიდან, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის კონკურენტად მიიჩნევა, რუსეთს საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში ადანაშაულებს.
ქემალ ქილიჩდაროღლუმ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსები „შეთქმულებისა და „ფეიკების“ უკან დგანან".
„თუ გსურთ ჩვენი მეგობრობის გაგრძელება 15 მაისის შემდეგ, ხელები შორს თურქეთის სახელმწიფოსგან“, - ნათქვამია ტექსტში.
ამასთან, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ის კვლავ თანამშრომლობისა და მეგობრობის მომხრეა.
განახლება: კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ „თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, ისინი მატყუარები არიან".
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს არის დაგეგმილი. მთავარი მეტოქეები არიან ერდოღანი და ქილიჩდაროღლუ. გამოკითხვების უმეტესობის მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს მცირე უპირატესობით, მაგრამ სავარაუდოა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური იქნება საჭირო.